თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა განაცხადა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია თუ როდის გახდება დახმარების გაწევის თარიღი და რას შეიცავს აღნიშნული პაკეტი.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 16 სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე გამოუყო.