აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
სანქციების ფარგლებში, ვლადიმერ ბუტინისა და სერგეი ლავროვის ამერიკული აქტივები დაიბლოკება.
“აშშ შეუერთდება ევროკავშირს პრეზიდენტ პუტინის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვისა და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების სანქციებში”, – განაცხადა ფსაკიმ.
აღნიშნული ნაბიჯით აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პერსონალური სანქციები დაუწესეს.
[sexy_author_bio]