„თეთრი შოკოლადის საერთაშორისო დღე“ მსოფლიოში 22 სექტემბერს აღინიშნება.
ნამდვილი თეთრი შოკოლადის შესაქმნელად მკაცრი წესების დაცვაა საჭირო. აშშ-სა და ევროკავშირში ამ ტკბილეულის რეალიზაციის მკაცრი რეგულაციები არსებობს. ის მზადდება მშრალი რძის, შაქრისა და კაკაოს ზეთისგან. მასში არ არის კაკაოს მყარი მყარი ნივთიერებები, რომელსაც შავი და რძიანი შოკოლადი შეიცავს. თეთრი შოკოლადი უნდა შეიცავდეს 3,5% კაკაოს ცხიმს, მშრალი რძის 14%-ს და კაკაოს ზეთის 20%-ს. აშშ-ში ასევე არსებობს დებულება, რომ შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს 55%-ზე მეტ სხვადასხვა სახის დამატკბილებლებს, მაგალითად შაქარს და სხვ.
შოკოლადი ძალიან დიდი ხანია არსებობს. ამერიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ ჩენს წელთაღრიცხვამდე 1900 წელს მას როგორც სასმელს ისე იყენებდნენ. აცტეკების იმპერიაში ის ძალიან ფასეული იყო და ხშირად როგორც ფულის ერთეული და გადასახადის გადახდის საშუალება იყო. ევროპაში შოკოლადი შემოვიდა 1502 წელს კოლუმბის მეოთხე მოგზაურობის შემდეგ.
გასული საუკუნის 30-იან წლებში „Nestlé“-მ გამოიგონა ე.წ. „Milkybar“ – თეთრი შოკოლადი, რომელიც იყო კაკაოს მარცვლებისგან მყარი მუქი ნაწილების გამოცალკევების შედეგი. ცხიმებით მდიდარ კაკაოს ზეთს აღნიშნული ნაწილაკები აღარ ერეოდა და შოკოლადმაც თეთრი ფერი მიიღო. ძალიან მალე ეს ტკბილეული უაღრესად პოპულარული გახდა, მეტიც ის სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმისა და სასმელის დასამზადებლად იყენებენ.
ავტორი