ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს, მთავრობის მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტში, სთხოვს უკრაინას დამატებით ბირთვული უსაფრთხოებისთვის 35 მილიონი დოლარი გამოუყოს. რადგან აშშ–ის ოფიციალური პირები ხედავენ არასტაბილურ პირობებს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ამის შესახებ CNN წერს.
როგოც ტელეკომპანია წერს, ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანხები უნდა გამოიყოს აშშ–ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც აკონტროლებს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებას.
ახალი ფული, რომელიც კონგრესის დემოკრატებმა შეიტანეს თავიანთი დაფინანსების ღონისძიების პროექტში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს გვიან საღამოს, მიმართული იქნება შეერთებული შტატების საერთო ძალისხმევაზე უკრაინის ბირთვულ მზადყოფნაში დასახმარებლად და კონკრეტულად გამოყენებული იქნება დამატებითი სენსორების შესყიდვისა და ტექნიკურად ,,მონაცემთა შეფასებისთვის და ანალიზისთვის“, ასევე უკრაინის ეროვნულ გვარდიიისთვის ატომურ ელექტროსადგურებზე დამცავი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
თანხები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელებს რენტგენოლოგიური მასალების კონსოლიდაციის აუცილებლობა შეექმნათ.
გარდა ამისა, თანხა უნდა იყოს შეტანილი საერთო 12,3 მილიარდი დოლარის დახმარების მთლიან პაკეტში, რომელსაც თეთრი სახლი სთხოვს კონგრესს მომავალ წელს. რომლის ძირითადი ნაწილი მიმართულია სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის.
დაწესებულება, რომელიც მარტიდან რუსულ ჯარებს ეკავა, კვირების განმავლობაში ომში სულ უფრო საშიშ პუნქტად მსახურობდა. ტერიტორიის და მის გარშემო დაბომბვამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, გაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები და მოზიდული საერთაშორისო ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის. რუსეთი და უკრაინა დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ავტორი