“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, საჩხერეში, თევზაობის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, თევზაობისას ანკესი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია.
31 წლის მამაკაცი საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანე, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.





































































