სახალხო დღესასწაულ „თიანეთობაზე“ მსოფლიოს ორი რეკორდი დამყარდა,_ ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარიერაში მეათედ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი გიორგი მათურელმა, რომელმაც 55-კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალი ხელის ორ თითზე 30 წამში 39 აზიდვა დააფიქსირა. ასევე, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ნოდარ ცალუღელაშვილმაც. მან ერთი წუთის განმავლობაში 65-კილოგრამიანი ტვირთით ცალ ხელზე შეასრულა 64 აზიდვა. ცალუღელაშვილი მსოფლიო რეკორდის ავტორი მეორედ გახდა.
რეკორდსმენებს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ სპეციალური სიგელები გადასცა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.