სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა ხაზალია 64 ასაკში მოულოდნელად, დღეს დილით გარდაიცვალა.
ამ ამბავმა დიდი მწუხარება გამოიწვია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით; განსაკუთრებით, საგანმანათლებლო სივრცეში. გლოვამ მოიცვა დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლა, სადაც ქალბატონი მანანა 15 წელია, დირექტორად მუშაობდა და წარმატებული ხელმძღვანელის ავტორიტეტით სარგებლობდა.
მანანა ხაზალიას სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა და პროფესიით პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალისტი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
“ქალბატონი მანანა ხაზალია დიდი დანაკლისია სამტრედიის საგანმანათლებლო სფეროსთვის. როგორც ხელმძღვანელი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი იგი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მთელს მუნიციპალიტეტში და ასე დარჩება კოლეგებისა და საზოგადოების წინაშე. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახსა და დიდი ჯიხაიშის პირველ საჯარო სკოლას”, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” კომენტარში სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა.
ავტორი