ლანჩხუთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დადასტურებულია 3060 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 2606 პაციენტი, გარდაცვლილია 45. ამ დროისთვის აქტიური ინფიცირების შემთხვევაა 409.
„განსაკუთრებული კლასტერი არ გვაქვს, თითქმის ყველა სოფელშია ინფიცირების შემთხვევები მეტ-ნაკლები რაოდენობით“,_ გვეუბნება მენაღარაშვილი.
[sexy_author_bio]