https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თითქოს, გავიყინეთ!” _ უკიდურესი გასაჭირი მერიაში

11:43; 18.11.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, რომლებიც “ციტრუსოვანთა ზონად” მოიხსენიება, სოფელი მერია ერთ-ერთია.

დიდი თემით წარმოდგენილ სოფელში (ხვარბეთი, ნაღობილევი, გოგორეთის და ჭახვათას დიდი უბნები), სამიათასზე მეტი კომლი ცხოვრობს. თუმცა, სახლების საკმაო ნაწილი დაკეტილია. აქაურები, უმეტესად, ან საზღვარგარეთ არიან წასული სამუშაოდ, ან სხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ციტრუსოვანთა კრეფის სეზონზე, სოფელში უპირველესი საფიქრალი და სასაუბრო თემა მოსავლის მოკრეფა და რეალიზაციაა, თუმცა, სხვა პრობლემების და გასაჭირის სიჭარბეზე აქ აქტიურად საუბრობენ.

უმუშევრობას სოფლის მცხოვრებლები მარადიულ პრობლემად ასახელებენ. მათივე თქმით, წყალი მუდამ საძებარია, იშვიათი გამონაკლისის გარდა. გაზიფიცირების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

_ დავბერდით ამ სამუშაო ადგილების ძებნაში. ზოგს სამსახური ის ჰგონია, დღიურ ქირაზე რომ დაუძახებენ ადამიანს. ზოგს ნისიად უნდა ემსახურო, ზოგს _ ხათრით, ზოგს კიდევ _ მუქთად. არარაობას ჯობს, მაგრამ ასეთ არასტაბილურ სამუშაოს სამუშაო ჰქვია?! ამას ვიფიქრებდით ათეული წლების წინ, როცა ერთი და მერე მეორე მთავრობა უსაზღვრო დაპირებით მოვიდა და შედეგი რაა? კიდევ უფრო უკან წავედით… პროდუქტს და საერთოდ ყველანაირ საქონელს ცეცხლის ფასი ადევს. ყოველდღე ძვირდება ყველაფერი და განმკითხავი არავინაა. თვალებს არ ვუჯერებ… წლების წინ, ჩემი შვილი უცხოეთიდან დაბრუნდა. მედდად დაიწყო მუშაობა. 1200 ლარი ჰქონდა ხელფასი, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თბილისში. მერე თანდათან შეუმცირეს და ბოლოს 300 ლარს უხდიდნენ. ადგა და წავიდა, უფრო სწორად, გაიქცა უცხოეთში _ ახლა ათენში მომვლელად მუშაობს. ახალგაზრდა ასე უნდა გააქციო? ვინც დღეს ჭკუას არიგებს ახალგაზრდებს, რატომ გარბიხართო, თავად აქვს ჭკუა? ვინც თავად უზრუნველყოფილია, უმეტესად არაკეთილსინდისიერი გზით, ისინი მოძღვრავენ ხალხს, _ გვეუბნება მერიის, გოგორეთის უბნის მცხოვრები მანანა დანელია, რომელიც ციტრუსოვანთა შესაწამლი პესტიციდების ხარისხზეც გვესაუბრა.

_ ადამიანს ვერ ნახავთ, რომ ჩვენთან პლანტაცია შეწამლა და შედეგი მიიღო. დარწმუნებულები ვართ, რომ უხარისხო, ვადაგასული შესაწამლი საშუალებები შემოაქვთ. ეს არის მიზეზი. ტონობით მოსავალს რომ მიიღებ და უმეტესობა ისევ დალაქავებული და გაშავებულია, აბა, რისთვის შევწამლეთ? დაგვეხმარეთ ამ საქმეში, თუ შეგიძლიათ, რომ მუნიციპალიტეტში იყოს ორიოდე სანდო მაღაზია, სადაც ხარისხიან შესაწამლ საშუალებებს ვიყიდით, _ გვეუბნება ქალბატონი მანანა.

ზაირა ბაქანიძე, მერიის საჯარო სკოლის პედაგოგი, ციტრუსოვანთა პლანტაციის მფლობელი: “განგაში უნდა გამოვაცხადოთ თუ რა ვქნათ, არ ვიცით. ხუთ ტონამდე მოსავალს ვიწევ. გადავყევი მოვლას, რამდენჯერ შევწამლე, გავცელე, გამოვხშირე, მაინც ლაქებიანი, დაზიანებულია ნაყოფის უმეტესობა. ვიღაცას ხომ უნდა ვენდოთ? კომუნისტებს რატომ ახსენებთო და რომ შევწამლავდით იმ კომუნისტების დროს, ნაყოფი ანათებდა. ახლა? შემოიარეთ სოფლები და თუ ვინმეს ნახავთ კმაყოფილს, მე გამამტყუნეთ, _ გვეუბნება ღვაწლმოსილი მასწავლებელი და დახმარებას გვთხოვს.

სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძე ჩვენთან საუბარში სინანულს გამოთქვამს, რომ სკოლის სამი მასწავლებელი წასულია უცხოეთში და მომვლელად მუშაობენ.

_ მათ მასწავლებლის პროფესია დათმეს იმის გამო, რომ უცხოეთში, მომვლელად მუშაობით, უფრო მეტი ანაზღაურება ჰქონოდათ. ვიცი, რომ არც ერთს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ოჯახის გასაჭირს ვერაფერი მოუხერხეს… უმუშევრობა, სამწუხაროდ, ჩვენთან მარადიულ, გადაუჭრელ პრობლემად არის ქცეული, _ გვითხრა მან და ამასთანავე კმაყოფილება გამოთქვა მერიის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით.

მერიის საჯარო სკოლაში, სადაც ახლა 320 მოსწავლე სწავლობს, ხდება სპორტდარბაზის და სასადილო ოთახის სრული რეაბილიტაცია, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საშხაპეებით, ინტერნეტსექციით. ორსართულიანი, დიდი შენობა ხარაჩოებშია ჩასმული. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. კეჭაყმაძის თქმით, ასეთი გარემოს შექმნა ძალიან უხარიათ, ბავშვებს განსაკუთრებით.

მერიის საჯარო სკოლაში, ბევრისგან განსხვავებით, როგორც დირექტორი გვეუბნება, კოვიდვითარება დაბალ ნიშნულზე იყო _ მხოლოდ ერთ კლასს მოუწია ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, ორი კვირით.

_ ზოგადად, ონლაინრეჟიმით მუშაობა, ეს არის უდიდესი დისკომფორტი. ათი გაკვეთილის ჩატარება მირჩევნია დღეში, ვიდრე ეკრანს მიჯაჭვულმა ვესაუბრო ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს. იმედია, პანდემიას როგორმე დავაღწევთ თავს, რომ საყვარელ საქმეს ჩვეული შემართებით დავუბრუნდეთ, _ გვითხრა ავთანდილ კეჭაყმაძემ.

სოფელ მერიის მცხოვრებლები: ნატო ცერცვაძე, მაკა მურვანიძე, მანანა დანელია, თამარ დუმბაძე, გიორგი შარაშენიძე და სხვები აქტიურად საუბრობენ სოფელში ხილის, უმეტესად (ციტრუსოვანთა), წვენის ქარხნის რეაბილიტაციაზე, რომელიც ოდითგან არსებობდა აქ და შემდეგ კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა. პირვანდელი სახე კი, მფლობელის ძალისხმევით, დღემდე აქვს შენარჩუნებული.

_ იქნებ, ვინმეს შევასმინოთ, დაგვეხმარეთ, რომ მოხდეს წვენების ქარხნის რეაბილიტაცია. ცალკეულ ბიზნესმენებსაც შეუძლია ეს და ხელისუფლების მონდომებითაც დადგება შედეგი. ჩვენ ძალიან გვაღიზიანებს ისეთი დამამცირებელი და აბუჩად ამგდები შეგონებები, როცა ამბობენ, რა დროს კომუნისტების ხსენება და ქარხნებიაო. კაპიტალისტურ დროში, თუ რა ჯანდაბაშიც ვართ, ქარხნები არ არსებობს?! ქობულეთში წადითო, რომ გვიკიჟინებენ, მივალთ და რიგში იმდენ ხანს უნდა იდგე, სანამ არ დაგილპება ეს “ენესი”. ესაა საქმე? სანამ ვიყვიროთ? თქვენს გაზეთთან ყოველ სეზონზე ვსაუბრობთ ჩვენ ამ საკითხზე. ვინმე შეგვეხმიანა? ვინმე არის დაინტერესებული, გაიზიაროს ან განიხილოს ჩვენი აზრი? _ ამბობენ ისინი.

თამარ დუმბაძე, გოგორეთის უბნის მკვიდრი: “იქნებ, ვინმე დაგვეხმაროს, ორგანიზება გასწიოს, რაიონში ხარისხიანი შესაწამლი საშუალებების შემოსატანად. ყველამ ცუდად შევწამლეთ? თუ არავინ არ ვიცით შეწამვლის წესები? წამალი არის ან ვადაგასული, ან უხარისხო! მეტი ახსნა ამას არ აქვს, რადგან მანდარინი თუ ლიმონი კვლავ ლაქებიანი და აჭრელებულია. აბა, რისთვის ვწამლავთ? ჩვენ ასაკოვანი ხალხი ვართ. კომუნისტების დროს რომ შევწამლავდით, მოსავლის ხარისხი უნაკლო იყო. ყველა მხრიდან გასაჭირს როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა?! წარმოუდგენელი სიძვირე, უიმედობა, თითქოს, გავიყინეთ”, _ გვეუბნება ქალბატონი თამარი.

მერიელები უამრავ პრობლემას შორის, უმუშევრობაზე, სიძვირესა თუ მიგრაციაზე, უმეტესად კი ყოფით პრობლემებზე საუბრობენ. ამ უდიდეს სოფელში, ოჯახების თითქმის 80%-ს წყალი არ აქვს. უმეტესობა ჭებით სარგებლობს. თუმცა, დაბლობ ადგილებში ეს ჭის წყალიც უვარგისია.

_ მიწაა თავისებური, წებოვანი. გემოც ცუდი აქვს წყალს. აგერ, ყოფილი წვენების ქარხნის ეზოში საუცხოოდ მოწყობილი ჭა არსებობს. წყალიც სულ არის, თუმცა ტექნიკურად უფრო თუ გამოიყენებ, დასალევად კი, გაჭირვებისაა… _ გვეუბნება ადგილობრივი მკვიდრი გოჩა შარაშენიძე.

გოგიეთის უბანში მცხოვრები ვახტანგ მარგალიტაძე ამბობს, რომ საკუთარ ბაღში 20 ტონა მანდარინის მოსავალი აქვს. გასულ წლებში უფრო მეტს იწევდა.

_ შევწამლე, მაგრამ არანაირი შედეგი არ აქვს. უნდა დაისვას საკითხი, რომ რაიონში საიმედო წამალი შემოიტანონ. ან უხარისხოა, ან ვადაგასული. სანამ უნდა ვამტკიცოთ ან სანამ უნდა გვიმტკიცონ, რომ ხარისხიანი შემოაქვთ? და ჩვენ ვართ ბრალში იმიტომ, რომ არ ვიცით სავეგეტაციო პირობების დაცვა? ბავშვები ხომ არ ვგონივართ?! ახლა “კლიენტი” მოვიდა, ერთიანად მოკრეფენ თავად და წაიღებენ. ასე ვამჯობინე, მოვილაპარაკეთ. როცა ამდენი ვიშრომე, ამხელა ხარჯი გავიღე, რატომ უნდა დავზარალდე? დაგვეხმარეთ ამ საქმეში, _ გვითხრა მარგალიტაძემ.

სოფელ მერიაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწემ, ნანული ხურციძემ გვითხრა, რომ წელს, ზოგადად, ციტრუსოვანთა მოსავალი ნაკლებია.

_ ძირითადად, კერძო პირებს გააქვთ ეტაპობრივად. უფრო სომხეთში მიაქვთ, შედარებით ნაკლებად, მაგრამ გააქვთ უკრაინაშიც. წელს კრეფის სეზონი გვიან დაიწყო, რადგან, გაზაფხულიდან მოყოლებული, ძალიან ცუდი ამინდები იყო და ნაყოფს სიმწიფის ფაზა გვიან დაუდგა. მოსახლეობის სრული შემადგენლობა, ვისაც კი ციტრუსოვანთა ბაღი აქვს, უკმაყოფილოა და გამწარებულიც კი, შესაწამლი საშუალებების უხარისხობის გამო. ყველა გეტყოდა და გეტყვით, რომ არანაირი შედეგი არ არ მოჰყოლია ბაღების შეწამვლას და ნაყოფის დიდი ნაწილი დალაქავებული და უხარისხო იყო. ძალზე მტკივნეულია წყლის პრობლემაც. წლების მანძილზე, ზოგან კი გაკეთდა ჭაბურღილები, თუმცა, ეს ზღვაში წვეთია. გაზიფიკაცია დასრულებულია იმ მხრივ, რომ მაგისტრალი არსებობს. ყველა ჭიშკართან გაყვანილია მილი. თუმცა, ზოგს სახლშიც ვერ შეჰყავს, რადგან არ აქვს ამის საშუალება. ძალიან უჭირს ხალხს, _ გვითხრა მან.

P. S. “გურია ნიუსი” პესტიციდების ხარისხის თაობაზე, რაიონში (რეგიონში) მისი შემოტანის და რეალიზების საკითხზე, კონკრეტულ სპეციალისტებთან, პროფესიონალებთან შეხვედრით და საკითხის შეჯერებით, საგანგებო სტატიას მალე შემოგთავაზებთ.

[sexy_author_bio]

სოფელი მერია
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12 თებერვალი, 2026

ახალი აღმოჩენა გალაქტიკაში

იაპონიაში ახალი ვირუსის იდენტიფიცირება შეძლეს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო