ლაშა ღლონტი ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი პატარას დახატულ სურათს აქვეყნებს, სადაც დედასთან ერთად არის გამოსახული და წერს:
„საოცარი ფაქტი: ეს სურათი, თითქოს პატარა გულმა უგრძნოო, 12 წლის დათუნა შომახიამ დახატა გარდაცვალებამდე, ხოლო 8 ოქტომბერს დედიკოსთან ერთად შეუერთდა მარადისობას…“
მომღერალი ასევე აზიარებს ლექსს, რომელიც ამ ტრაგიკულ შემთხვევას მიუძღვნა:
„ჩემს საყვარელ ეზოში, ჩამოშლილი კედლები,
ამ ქათქათა ბათუმში, ერთ ღამეში ვბერდები!!!
რა უნდა ქნას ნანგრევებში, მოყოლილმა პაწიამ,
ზღაპარიც კი ბოლომდე, ვერ მოუყვა ბაჭიამ,
ვერც დედიკომ უმღერა, მას ძილის წინ ნანები,
მხოლოდ ბიძამ ჩაიკრა, გაუგრძელა წამები,
ჩემ საყვარელ ეზოში, ჩამოშლილი კედლები,
და ქათქათა ბათუმში, ერთ ღამეში ვთეთრდები!!!“