ამ დილით, ოზურგეთში, როგორც აქაურები ამბობენ, „ნაგერაზე“ (სეზონის დასრულებისას ნარჩენის შეგროვება) შეგროვებულ თხილს და წაბლს, შესაბამისად , ერთ კილოგრამს 3,30 და 3 ლარად იბარებდნენ.
_ახლა „ნაგერაზე“ თავმოყრილი თხილი და წაბლი დაძმობილდნენ, რწყილი და ჭიანჭველასავით. ერთნაირი ფასი აქვს. წაბლიც აღარ იქნება 20 ოქტომბრამდე. გაჭირვებულებმა ანუ უმეტესობამ კი ჩააბარეს, რაც მოსავალი ჰქონდათ. _ ხუმრობით გაგვცა პასუხი ადგილობრივმა ჯონი რამიშვილმა, რომელმაც 20 კილო წაბლი ჩააბარა, ერთი კილოგრამი სამ ლაარად .
_„ნაგერა“ თხილი წამოვიღე, მაგრამ დამპალი არაა. ესაა, ნედლია, ზოგი ველური ჯიშია და 3,30 ლარზე მეტად არ იბარებენ, – გვითხრა მანანა კონწურაშვილმა.
თხილისა და წაბლის ფასით უკმაყოფილო მოქალაქეები ამბობენ, რომ უმეტესობამ უკვე ჩააბარა წლის მოსავალი. მხოლოდ საახალწლოდ და ოჯახში , სამზარეულო საჭიროებისთვის მარაგი თუ გააჩნიათ.
მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, თხილი გვიანობამდე გადაინახოს. მაგალითად, გასულ წელს, საახალწლოდ და ამ წლის დასაწყისშიც თხილის ფასი ათ ლარამდეც აღწევდა.
[sexy_author_bio]