დღეს, დილიდან, ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს 2,50 ლარად იბარებდნენ. ისიც აქა-იქ, ცალკეულ პუნქტებში.
_ფული არ გვაქვს! ვერ ჩავიბარებთ! ფასი დააგდეს! _ ბუზღუნებდნენ თხილის მიმღები ოპერატორები.
_ჯერ კრეფის სეზონი არ დაწყებულა წესიერად და უკვე გვახრჩობენ! ამ ქვეყანაში თხილის საქმე არასდროს არ გამოსწორდება! _კიდევ უფრო უარესად ბუზღუნებენ სოფლიდან ჩამოსული ქალბატონები, რომელთაგან ზოგს უკან მიაქვს ჩასაბარებლად ჩამოტანილი თხილი.
-„შტირობიას“ (რკინის თვითნაკეთი ღარისებური ხელსაწყო, რომლითაც ტომრიდან თხილს იღებენ. ავტ.) როდის იწყებთ, ბარემ მაგიც გუუყარეთ ტომრებში, თქვე სამარცხვინოებო, _ უკანმოხედავად ყვიროდა ერთი მამაკაცი, რომელმაც ორლარნახევრად ჩაბარებულ თხილში აღებული ფული უკმაყოფილოდ დათვალა, ტომარა დაფერთხა და ჩქარი ნაბიჯით ავტოსადგურისკენ გასწია.
თუ როგორი ფასი ექნება თხილს უახლოეს დღეებში, მიმღებმა ოპერატორებმა არ იციან.
_გული კარგს არაფერს გვეუბნება, _ გვითხრეს მათ.
ავტორი