ამ სეზონის მიხედვით , დღეს ოზურგეთში სიახლეა თხილის რეალიზაციის საქმეში.
_დღეს ვიბარებთ სახეობების მიხედვით, „ბერძნულას“ 4,30 ლარად, „გულშიშველას“, ზოგადად ნარევს კი, კილოგრამს 4, 20 ლარად. ჩვენთან ასეა. გატეხვა ჯერ არ დაგვიწყია,_ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე.
კითხვაზე, დღეს ყველა მიმღებ პუნქტში ასე იმუშავებენ თუ არა, გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ თავისი საქმე იციან.
„გურია ნიუსი“ სხვა მიმღებ პუნქტებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.
_ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია გაცალკევებული ფასით ჩაბარება. ვინ დაიწყო? _ აქეთ დაგვისვეს კითხვა ქალაქის სხვა ქუჩებზე მდებარე მიმღებ პუნქტებში.
მოკლედ, დილის სურათი ასეთია, ზოგან გააცალკევეს ფასები, ზოგან კი ჯერჯერობით, ყველა სახეობის თხილს, ერთ კილოგრამს 4, 20 ლარად იბარებენ.
ასევე, ჯერ არ დაწყებულა გატეხვა და ხარისხის მიხედვით შესაბამისი ფასის დადგენა.
[sexy_author_bio]