დღეს, დილიდან, ოზურგეთში , როგორც აქ ამბობენ, ცოტა ამინდის გამოსვლის შემდეგ, თხილის ჩამბარებელთა რაოდენობა გაიზარდა.
_ წვიმები იყო. თხილს ძალიან კარგად ასხია, მაგრამ ხალხი ვერ კრეფდა. უმეტესად, ვისაც უფრო უჭირს, ჯერ ის კრეფს და აბარებს. ახლა ერთ კილოგრამს 3,70 ლარად ვიბარებთ. ვერ გეტყვით, რა იქნება ცოტა ხანში. საღამოსკენ, შესაძლოა, ფასი გაიზარდოს, _ გვითხრეს თაყაიშვილის და რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ თხილის მიმღებ ჯიხურებში.
ჯერჯერობით, თხილს მიღებისას არ ტეხენ და ასევე, ერთნაირ ფასად იბარებენ, როგორც „გულშიშველას“, ისე „ბერძნულას“.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე