თხილის სეზონის დასასრულს, როცა უკვე პლანტაციებში ე.წ. „ნაგერაც“ (ნარჩენი) აღარ არის ან მთლიანად უვარგისია, თხილის მიმღები პუნქტებში, ახლადშეგროვბული თხილის მიღებაზე უარს აცხადებენ.
_აქამდე 1 ლარად ვღებულობდით ერთ კილოგრამს. ახლა სულ დამპალი მოაქვთ. აღარ ვღებულობთ. ერთი თვეა, საწყობებში ხარისხიანი თხილი გვიწყვია. შეხედეთ ტომრებს. არავინაა მყიდველი. ეს არ გაგვიფუჭდეს, იმას ვდარდობთ, – გვეუბნებიან მიმღები ოპერატორები.
რაც შეეხება ხარისხიან თხილს, ჩვეულებრივად, კვლავ „ვიღაცის“ მიერ შექმნილი მეთოდით იბარებენ და ერთი ცალის ფასი 40 თეთრს არ სცილდება.
_მხოლოდ 40 თეთრი ერთი ცალი. არავითარი 50 თეთრი. ათიდან ორი ცალის მეტი თუ არ იქნება საღი, ერთ კილოგრამში მიიღებენ 80 თეთრს! – კატეგორიულად საუბრობენ მიმღებ პუნქტებში.
ავტორი