გუშინ და ამ დილით ოზურგეთში თხილის ფასი 10-20 თეთრით ნაკლებია, ვიდრე აქ წინა დღეებში იყო.
ზოგ პუნქტში თხილს 3,60, ზოგან 3,70 ან 3, 80 ლარად იბარებენ. გასულ კვირაში ერთ კილოგრამს 3.90 ლარად, ზოგან კი 4 ლარადაც იბარებდნენ.
ოზურგეთელი თხილის მიმღები ოპერატორები ამბობენ, რომ ეს არაა ისეთი კლება, საწუწუნო იყოს, უფრო არ დაიკლოს, ინატრეთო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, როგორც შეგვატყობინეს, ერთ კილოგრამს 3 ლარადაც ძლივს იბარებდნენ.
_ფასი დაეცა _ 3 ლარი ღირს, ისიც მაღაზიებში თუ მიიტან სადღაც-სადღაც. სპეციალურად ჩასაბარებლად კი მხოლოდ კვირაობითაა ბაზარი, _ გვაცნობეს ჩოხატაურიდან .
თხილის ფასი სამტრედიაშიც დაეცა:
_ სულ არ იბარებდნენ გუშინ. ერთხელ მიიღეს ერთი კილოგრამი 3,50 ლარად. მერე გვითრეს, რომ კარგად გააშრეთ და ისე მოიტანეთ ჩასაბარებლადო, _ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს სამტრედიიდან.
რაც შეეხება აჭარას, აქ დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როგორც გურიაში _ ფასმა ათი თეთრით დაიკლო.
[sexy_author_bio]