sportall-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და “ბარსელონას” კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის ტოპ 10 საუკეთესო მექულეთა შორის შევიდა.
23 იანვარს 24-ე ტურში გასვლაზე ჩვენებურმა “ლიონს” 22 ქულა ჩაუგდო და ჯამში ევროლიგაზე 3778 ქულა მოუგროვდა, რითაც სერხიო როდრიგესს 6 ქულით გაუსწრო და ათეულის წევრი გახდა.
შეხსენებისთვის, შენგელია “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში იტალიური “ვირტუს ბოლონიადან” გადაბარგდა. მისი გუნდი ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ადგილს იკავებს.




































































