ჭანჭათის საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული- თორნიკე ტარიელაძე.
თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ, მათ მრავალი მოგონება აქვთ თორნიკესთან დაკავშირებით. ის იყო ძალიან გულთბილი, მუდამ მომღიმარი, დაუზარელი, შრომისმოყვარე.
თორნიკე დიდი სიყვარულით სარგებლობდა თანაკლასელებში, მასწავლებლებსა თუ სოფელში, სადაც მივიდოდა, ყველგან თავისი სითბო, სიკეთე და სიყვარული მიჰქონდა. ის ცხოვრებას ახლა იწყებდა, აწყობდა გეგმებს და ემზადებოდა ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ სიკვდილმა იგი ხელიდან გამოსტაცა ოჯახს-დედას, ძმას, ნათესავებსა და სოფელს…
რა ნუგეში ვუთხრათ გულდამწვარ დედას- ნათიას, რომელმაც აქეთ გადაგვიხადა მადლობა თორნიკეს კარგი აღზრდისთვის. ვერცერთი სიტყვა ვერ იქნება ახლა დედის მკურნალი, თუმცა სანუგეშოდ ასეთი ხანმოკლე ცხოვრებისა, თორნიკემ შეძლო დიდი სიყვარული და სახელი დაეტოვებინა ხალხისა და სკოლისათვის. გემშვიდობებით ჩვენო ალალ-მართალო, კეთილო ბიჭო, განისვენე მშვიდად! _ წერია ჭანჭათის საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.

































































