უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. “როგორც გურია ნიუსს” მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, დაბასა და რამდენიმე სოფელში დაზიანდა სახლების სახურავები, დაზიანდა ასევე შიდა საუბნო გზები.
“სახლების სახურავები დაზიანებულია დაბასა და ათამდე სოფელში. ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინტაბუეთში, გზის დამცავი კედელი ჩამოიშალა, კოხნარში, ბუკისციხეში, ზემოხეთსა და ზომლეთში დაზიანებულია შიდა გზები. მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები”
გარდა ამისა, თოვს ბახმაროში, სადაც თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს მიაღწია.
“ბახმაროში მგზავრობისგან თავი შეიკავეთ. თოვლის საფარმა 70 სმ-ს მიაღწია. მუშაობს შესაბამისი ტექნიკა მაგრამ, ინტენსიური თოვის გამო ვერ ხერხდება გზის გახსნა ისე რომ გავლადი იყოს, _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ბახმაროში გაგა ყაჭეიშვილი.