“ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გურიაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება.
“გურიაში დიდი მასშტაბის პრობლემები არ შეუქმნია დიდთოვლობას. თუმცა, არის გარკვეული შეფერხები. თოვლმა დააზიანა კომპანიის ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე შუქი არ მიეწოდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შრომის უბანის ნაწილს, სოფელ კაპროვანს, ჭინათის და ღრმაღელის ნაწილს.
ჩოხატაურიში შეზღუდვებია ზოტი-ხევის მართულებით და ფარცხმა-გოგოლესუბნის აბონენტებისთვის.
რაც შეეხევა ოზურგეთს, ამ დროისთვის ჩართულია ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილი. ენერგოპრო ჯორჯიას თანამშრომლები მუშაობენ ცალკეულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.