სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბანიდან ადგილობრივები ორი დღეა, შველას ითხოვენ _ “გურია ნიუსმა” ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არაერთხელ გამოაქვეყნა.
მოსახლეობის თქმით, სოფელში მძიმე სიტუაციაა _ თოვლის საფარმა ორ მეტრს გაადაჭარბა, ტრაქტორი, რომელიც სამტრედიიდან გუშინ წამოვიდა, სოფელ ოფეთთან გაჩერდა და სტიქიის ზონამდე ვეღარ მიდის.
ბოლო კომუნიკაცია სოფელთან სამი საათის წინ გვქონდა _ მოსახლეობა შველას ითხოვდა.
“თოვლს ქარბუქი ერთვის, გვიშველეთ”, _ გვითხრეს ადგილოობრივებმა.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით სამტრედიის მერიას:
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით. თუმცა, მაღალმთიან სოფლებში რთული რელიეფის გამო, დამატებითი ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პრობლემის დროული მოსაგვარებლად”, _ გვეუბნებიან მერიაში.