ადვოკატი ლადო სანიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს,
“ბიჭო და რა გჭირთ, ჰა?!
ხო ხედავთ, არ ვიცვლები!
კომუნისტები მცემდით,
მრგვალები მცემდით,
მოქალაქეები მცემდით,
ნაცები მცემდით,
ქოცები მცემთ!
აბა ერთად დაეწყვეთ და მიპასუხეთ:
რომელს რა მოგთხოვეთ დემოკრატიისა და სამართლიანობის გარდა?!
რომელს რა დაგიწუნეთ უსამართლობისა და ძალადობის გარდა?
თქვენ, ბიძია, მე სავარჯიშო “გრუშა” ხომ არ გგონივართ?!
ხო ხედავთ არ ვიცვლები, არ მეშინია,არ ვიღლები და არც მბეზრდება?!
“მე იგივე ვარ მარად და მარად! “
და კიდო –
“ვერ შეიძულებ ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები”
შეყვარებული დარჩები,
ამ სიყვარულით დადნები,
სიყვარულითვე კაჟდები,
მაგრამ ვერაფერს გახდები.
და რომ ვერაფერს გახდები,
მოგეძალება დარდები,
ირგვლივ დაჭკნება ვარდები,
დაგელეწება აფრები,
არ გაგეშლება აწ ფრთები…
და .მაინც მისთვის იცოცხლებ,
მისთვის იშრომებ, იომებ,
ლოცვებით დაიქანცები,
მაგრამ ვერაფერს შეასმენ,
ურგებად, ამოდ დაშვრები…
არ დაგითმობენ ნაცები…
არ დაგითმობენ ქოცები…
ვერ შეიძულებ, გიყვარს და
შეყვარებული მოკვდები –
“არ მსურს ვიციცხლო ზიზღითა,
მსურს, სიყვარულით მოვკვდები!”” _ წერს ლადო სანიკიძე.