“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა გოჩა შარაშენიძემ შუა სხდომის დროს ტრიბუსთან გამოსვლა ითხოვა. ეს მაშ შემდეგ მოხდა, როდესაც ფრაქცია “ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დათო მჟავანაძე გამოდიოდა.
გოჩა შარაშენიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესმა წევრმა ლავრენტი ბიგვავამ, რომელიც ახალი თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომას უძღვებოდა. გოჩა შარაშენიძემ მაინც მოახერხა თავისი აზრის დაფიქსირება.
“რომელ სამართლიანობაზე და არჩევნებზე გვესაუბრებით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ისევ მოსულიყავით ხელისუფლებაში. თქვენ ერთ პალტოზე მისტრით მიხეილ სააკაშვილს“ – თქვა გოჩა შარაშენიძემ.
“პალტოზე არა, მას 9 000 000 ლარის გაფლაგვანში ედება ბრალი და ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს“, – უთხრა გოჩა შარაშენიძეს ლავრენტი ბიგვავამ.
გოჩა შარაშენიძემ კითხვით მიმართაა საკრებულოს წევრებს და დათო დარჩიას.
“დათო დარჩია, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის კურსელი და მეგობარი, მესამედ აირჩევდით მას საკრებულოს თავმჯდომარედ?! არ აირჩევდით და ეს არის სიმართლე“ – თქვა შარაშენიძემ.
ამ კითხვაზე მოგვიანებით გასცა პასუხი დათო დარჩიამ.
“არ ვიცი რა უნდოდა ან რას ითხოვდა ბახველი შარაშენიძე.“ – აღნიშნა დარჩიამ.
მისი თქმით, აქ არაფერ შუაშია მისი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა. ის მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა, მისი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეებიდან მოდის.
დათო დარჩიამ ასევე აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია გურიაში, რომელიც მესამედ არჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ და ამისთვის მადლობას უხდის ხალხს და “ქართული ოცნების“ გუნდს.
[sexy_author_bio]