“თქვენ გაქვთ უფლება, იქონიოთ ეს სიები”, _ ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის 100 მეტრიანი რადიუსი, რაც არის იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ.
ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნიციპალიტეტების მომავალი უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია.
გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე! ” _ განაცხადა კალაძემ.