ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ღამის დაკავებებზე, რომელიც უკვე ხუთი დღეა გრძელდება სოციალურ ქსელში წერს:
“რა შოკისმომგვრელია უყურო, როგორ უვარდებიან სახლში და პოლიციის რა რაოდენობით აკავებენ ღვაწლმოსილ ექიმს, ღამით, სახლში შევარდნით
1937
ერთ-ერთი დაკავებული კრეატიული დირექტორი ია დარახველიძეა-ზეწარმატებული გოგო!
სიგიჟის ზღვარს გადასცდნემ ქოცები
ღამის დაჭერები, ღამის ბრიფინგები , როგორც 37 წელს, შავი ‘ჩაიკების” რეპრესიებისას!
თქვენს სახლებში ვნახე ასე შემოვარდნილი პოლიცია, ქოცებო!!!
ასაკოვან, უმაგრეს ექიმს რომ შეუვარდნენ და დაიჭირეს, აი, ზუსტად ეგრე !!
იმედია, მოვესწრები”, _ წერს გრიგოლია.
ინფორმაციისთვის, შსს-ს ცნობით, დაკავებულია ია დარახველიძე სააგენტო BRID-ის დამფუძნებელი.
როგორც დღეს ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა.
უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.




























































