https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

12:40; 13.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საკუთარი ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს თუ არა ჩემი იდეა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას —  განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!

ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ ინიციატივებს, რომლებიც მოგამარაგებენ რჩევებით, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას  და გამოგიყოფენ დაფინანსებას ბიზნესის დასაწყებად.

აი, რამდენიმე მაგალითი:

თუ სოფლის მეურნეობის სფეროში გსურთ მხარდაჭერის მიღება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციასა და რჩევებს და გაგიწევთ ტრენინგსა და ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. 2013 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამით უკვე ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. პროგრამა მხარს უჭერს თემებთან ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიზნად ისახავს მრავალფეროვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრებლებისთვის — განსაკუთრებით კი ქალებისათვის. გაიგეთ მეტი ENPARD-ის მხარდაჭერაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებში და გაეცანით ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების სიას, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგიწევენ დახმარებას.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ასევე ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას სასოფლო დასახლებებში. ეს პროექტებია მწვანე გურია და სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ქვემო ქართლის მრავალეთნიკურ რეგიონში კოვიდის შემდგომი მწვანე და ინკლუზიური აღდგენის ხელშესაწყობად. ქსელის მიერ უზრუნველყოფილ შესაძლებლობათა გასაცნობად ეწვიეთ CENN-ის ფეისბუქის გვერდს.

პროგრამა, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ეხმარება. იმ ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან, რომლებიც ამ ინიციატივაში საქართველოდან არიან ჩართულები, ორი — ქუთაისი და ბათუმი — ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს — მათ შორის, მეწარმეობისა და ინოვაციის მხარდასაჭერად.

დამატებით, EU4Youth პროგრამა სულ მალე დაიწყებს პროექტების სერიას, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებასა და მეწარმეობას, მათ შორის ტრენინგებისა და სტაჟირებების მეშვეობით. EU4Youth პროექტების წინა სერიის  ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების განმავითარებელი ასობით აქტივობა, რომელთა ბენეფიციარების 75% ქალები იყვნენ. ასევე განხორციელდა სტაჟირებები და ტრენინგები, გაიცა გრანტები ახალი ბიზნესების დასაწყებად და შეიქმნა სამი ინოვაციური ცოდნის ჰაბი გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში. თვალი ადევნეთ EU4Youth-ის გვერდს, რათა არ გამოგეპაროთ უახლესი შესაძლებლობები.

მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის ახალ საფეხურზე გადასაყვანად: აქვს ევროკავშირს შესაძლებლობები, რომლითაც შემიძლია ვისარგებლო?

თუ ბიზნესის განვითარება გსურთ, რჩევებისა და დაფინანსების მიღება შეგიძლიათ EU4Business ინიციატივისგან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უჭერს მხარს კერძო სექტორს.

კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა სპეციფიკურად ქალების მიერ მართულ ბიზნესებს სთავაზობს სესხებს, ტრენინგსა და საკონსულტაციო მომსახურებას. პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან, რათა ქალ მეწარმეებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების მიწოდებით დაეხმაროს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მათ ვებსაიტს ან ადგილობრივ ფილიალს. თქვენ ასევე შეგიძლიათ, პირისპირ შეხვდეთ ბანკების წარმომადგენლებს EBRD-ის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის სემინარებზე.

სესხების გაცემის გარდა, მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა გთავაზობთ ტრენინგსა და სუბსიდირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც ქალების მიერ მართული ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა პერსონალიზებული ონლაინპლატფორმა — Business Lens — რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ შეისწავლოთ თქვენი ბიზნესი და გაიგოთ, რა სახის მხარდაჭერის მიღება შეგიძლიათ.

EU4Business ინიციატივის მიერ პარტნიორ ბანკებთან (ბაზისბანკი, პროკრედიტ ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი და იშბანკი საქართველო) თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამების მეშვეობით ასევე ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესსესხები — იქნება ეს მიკროდაფინანსება თუ მსხვილი საინვესტიციო სესხი. ყველა იმ სესხისა თუ გრანტის სანახავად, რომელიც საქართველოში მოქმედი მცირე ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი, ეწვიეთ EU4Business-ის ვებსაიტს.

მცირე სესხები (საშუალოდ 14,300 ევროს მოცულობით) ასევე ხელმისაწვდომია ინიციატივის, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), მეშვეობით. ამ სესხებით სარგებლობა შეუძლიათ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მომუშავე და 10-ზე ნაკლები თანამშრომლის მქონე მცირე ბიზნესებს.

სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის რამდენიმე გრანტი ხელმისაწვდომია ENPARD-ის პროგრამის ფარგლებშიც. გრანტებისა და შესაძლებლობების შესახებ უახლესი ინფორმაციის გასაგებად თვალი ადევნეთ UNDP საქართველოს გვერდს ფეისბუქზე.

სუბსიდირებული საკონსულტაციო მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია EBRD-ის პროგრამით, რჩევები მცირე ბიზნესებისთვის. ამ ინიციატივის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციები, ხარისხის მართვა, ენერგოეფექტიანობა, ფინანსების მართვა და სხვა. პროგრამა ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს აკავშირებს როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან, ასევე საერთაშორისო მრჩევლებთან. EBRD მხარს უჭერს ისეთ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესებს, როგორიცაა კვება და სასმელი, საბითუმო და საცალო დისტრიბუცია და მშენებლობა და ინჟინერია. ამ პროგრამის მეშვეობით უკვე მხარდაჭერილ პროექტთა თითქმის 30 პროცენტი თბილისის გარეთ ფუნქციონირებს.

თუ მოქმედ სოციალურ საწარმოს ფლობთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ, მხარდაჭერა აქციოსგან მიიღოთ. ესაა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო გავლენის ფონდი საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის. ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“,  ნაწილად შეიქმნა. ამ უკანასკნელის მიზანია, განავითაროს სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინვესტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აქციოს მისიაა, დაეხმაროს სოციალურ საწარმოებს, გაზარდონ ბიზნესი და სოციალური გავლენა. ფონდი გასცემს დაფინანსებას და ასევე სთავაზობს სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებულ ორგანიზაციული განვითარების სერვისებს სტრატეგიული მართვის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა მიმართულებებით. გაეცანით უახლეს ცნობებსა და შესაძლებლობებს ამ ბმულზე.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ახალი უნარების ათვისება მსურს: შეუძლია ევროკავშირს ჩემი დახმარება?

ტრენინგი და უნარების განვითარება საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ ევროკავშირი მნიშვნელოვან დაფინანსებას გასცემს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) მიმართულებებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, უნარები წარმატებისთვის, დახმარებით შეიქმნა ახალგაზრდობის შესაძლებლობების ონლაინპლატფორმა — https://youthplatform.gov.ge — რომელიც ერთ ადგილას უყრის თავს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო, ტრენინგის და დასაქმების ყველა შესაძლებლობას როგორც სახელმწიფოსგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. პროექტმა, რომელიც გასულ წელს დასრულდა და ორგანიზაციის, „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ განხორციელდა, რეგიონებში დააარსა ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც ახალგაზრდებს მენტორების მხარდაჭერით თავიანთი ბიზნესიდეების განვითარება შეუძლიათ. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს, „გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოში“, რათა გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, წარმატების ისტორიებსა და ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს.

ევროკავშირის მიერ Skills4Jobs პროგრამის ნაწილად დაფინანსებული ინიციატივის, „ადგილობრივი ქსელური ინვესტიციები ცოდნისა და უნარების გაზიარების მიზნით“ (LINKS), ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში — აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში — ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრები დაარსდა. ცენტრები 15-29 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს რიგ აქტივობებს ბაზრისთვის რელევანტური ისეთი უნარებისა და კომპეტენციების გასავითარებლად, როგორიცაა ციფრული და კომპიუტერული წიგნიერება, ინგლისური ენა, სამეწარმეო უნარები და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და სოციალური სტარტაპების დაფინანსება.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებითაც სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ, შეუერთდეთ საქართველოს ათასობით ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით ან  ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში საზღვარგარეთ მოხალისედ მუშაობით.

ხოლო თუ უმაღლეს განათლებას იღებთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებსა და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაეცანით არსებულ შესაძლებლობებს და განაცხადის შეტანის პირობებს.

​​ არიან სხვა ჩემნაირი ქალები, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით დაიწყეს?

ასეთი ქალები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

2022 წელს საქართველოში EU4Business ინიციატივის ფარგლებში 30,628 მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო მხარდაჭერა, რის შედეგადაც დამატებით 228 მილიონი ევროს ოდენობის მოგება გამომუშავდა და 24,284 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმოებმა ბრუნვა — 18%-ით, ხოლო ექსპორტი 16%-ით გაზარდეს. ამ ბიზნესთა თითქმის 40%-ს ქალები ფლობენ!

მაგალითად:

ეკა ბოქოლიშვილმა EU4Business პროექტის მხარდაჭერით შეიძინა ახალი, თანამედროვე დანადგარი ჩურჩხელის საწარმოებლად, რის შედეგადაც მის კომპანიას მსხვილი საექსპორტო შეკვეთების დაკმაყოფილება ხარისხის შეუმცირებლად შეუძლია.

ნინო იოსელიანის ტექსტილის სტარტაპი, „კავკასიის ფერები“, გაწევრიანდა EU4Business პროექტის მხარდაჭერით დაარსებულ საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციაში (GAFA), რის შედეგადაც მისი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი გახდა.

21 წლის ერნა პეპანიანმა გრანტი ENPARD პროგრამისგან მიიღო და მდინარე ხრამის ხეობაში მდგარი თავისი საოჯახო სასტუმრო განავითარა. ის ახლა ეხმარება ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც მასავით სურთ ახალი საქმის წამოწყება, თუმცა არ იციან, საიდან დაიწყონ. ერნა მათ ურჩევს, ენდონ თავიანთ ძალებს, ბევრი იშრომონ და წარმატებისკენ პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგან.

ციცი შენგელიამ თავისი ჰობი — ხეზე კვეთა — საქმედ აქცია და EU4Youth-ის დახმარებით, რომელმაც ის ბიზნესტრენინგით, მენტორობითა და დაფინანსებით მოამარაგა, სახელოსნო გახსნა.

ირინე გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიიღეს. თეკლას პროგრამა თვალის კლინიკის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების მოზიდვაში დაეხმარა. ირინემ კი მხარდაჭერა თავისი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად მიიღო, რამაც საწარმოს მოგება 7.5%-ით გაზარდა.

მანანა ჩქარეული სახლიდან მუშაობდა მკერავად. EFSE პროგრამიდან მიღებული სესხების დახმარებით მან აღჭურვილობის განახლება და  სათანადო სამუშაო სივრცისა და პერსონალის დაქირავება შეძლო. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

ვის შემიძლია ვთხოვო დახმარება?

EU4Business ინიციატივის ფარგლებში მოქმედი პროექტებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ ცნობებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ EU4Business-ის პორტალს საქართველოსთვის. ვებსაიტზე თავმოყრილია დეტალები სესხებსა და გრანტებზე და ბიზნესის განვითარების სერვისებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალფეროვანი პროექტებით შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ დეტალებისა და ბმულების სანახავად თვალი ადევნეთ eu4georgia.eu ვებსაიტს, განსაკუთრებით კი _ შესაძლებლობების განყოფილებას.

განათლების სფეროში ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე მეტის გასაგებად დაუკავშირდით ერაზმუს + ოფისს საქართველოში, ხოლო ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობების სანახავად თვალი ადევნეთ ერაზმუს + ახალგაზრდული პროგრამის ფეისბუქის გვერდს.

სტატია მომზადებულია პროგრამა EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6 იანვარი, 2026

დააკავეს კაცი, რომელიც მეგობრის ყოფილ შეყვარებულს ემუქრებოდა და ინტიმური ვიდეო გაუსაჯაროვა

რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა - მოქალაქეების ნაწილს სესხი გაუიაფდება

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო