თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ საქმეში ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პროცესზე თქვა:
„აქციებზე დავდიოდი როგორც მოქალაქე და 4 ოქტომბერსაც ასე ვიყავი… ხიფათი აქციების დროს ყოველთვის მაღალია, ჩვენ არაერთხელ გვინახავს დარბეული ადამიანები და მე როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს მსურდა ვყოფილიყავი აქციებზე ჩემ ხალხთან ერთად… ვერასდროს ნახავთ პროცესზე, რომ მე სადმე ძალადობაში მივიღე მონაწილეობა ან რაიმე ორგანიზებული, ძალადობრივი ჯგუფი სადმე არსებობდა. ისევე როგორც ასობით ათასი მოქალაქე, მე პაატა მანჯგალაძე ვაპირებდი და ვაპირებ ვიყო ჩემს ხალხთან ერთად, თუ ეს არის დანაშაული, მე მზად ვარ, ამაზე ვაგო პასუხი, სხვა ბრალი ბუნებაში არ არსებობს”.
































































