The Times of Israel- ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ღაზაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ ისრაელის შეჭრა უფრო ადრე დაასრულონ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარის მოკლავენ.
“ჰამასის ხელმძღვანელობა არის პასუხისმგებელი და ჩვენ მივაღწევთ იაჰია სინვარს და მოვსპობთ მას. თუ ღაზას მაცხოვრებლები ამას ჩვენზე ადრე შეძლებენ, ეს ომს შეამცირებს”, – თქვა გალანტმა.
მედიის ინფორმაციით, გალანტი ამბობს, რომ ისრაელის ძალები, რომლებიც ჩართული არიან მძიმე ბრძოლებში ღაზაში ტერორისტებთან, თავს ესხმიან ღაზას ქალაქს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან.