“თუ ირანი აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, ვუპასუხებთ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანსა და აშშ-ის ბაზების დამომბვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ საუბრობს.
“რეგიონში ჯარები 11 სექტემბრის შემდეგ გვყავს, ISIS-ის დასამარცხებლად. ისრაელს ეს არ უკავშირდება. აიათოლადასმი ჩემი გაფრთხილება იქნება, თუ ისინი გააგრძელებენ მოქმედებას ამ ჯარების [აშშ-ის] წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ და ის ამისთვის მზად უნდა იყოს. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელთან”, – თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ ირანს “ჰამასის” და “ჰეზბოლას” მხარდაჭერაში და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავდასხმების “აქტიურ ხელშეწყობაში” ადანაშაულებს. ბოლო კვირაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში განხორციელდა.