„თუ მოქალაქე ეჭვქვეშ აყენებს დარიცხული გადასახადის ოდენობას, მნიშვნელოვანია, ჩვენამდე მოიტანოს ეს ინფორმაცია,“ – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2025 წლის დასაწყისი ჩვენი სამსახურისთვის ნამდვილად იყო საჩივრებით მასშტაბური მომართვიანობის წელი. პრეტენზიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადების კუთხით. ეს ეხება როგორ ბუნებრივ გაზს, ისე ელექტროენერგიას.
ბუნებრივი გაზის შემთხვევაში ბევრი განცხადება შევისწავლეთ და ინდივიდუალურად მივუდექით. გადასახადის დარიცხვის უსაფუძვლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს კომპანიის მხრიდან არასწორად აღებული ჩვენება ან მოშლილი აღრიცხვიანობა. ხშირ შემთხვევაში, აღრიცხვის ხელსაწყოები არის საკმაოდ ძველი, სტანდარტებს არ შეესაბამება, ვადაგასულია და ასე შემდეგ. როდესაც მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ დარიცხული გადასახადი არ შეესაბამება მის მიერ მოხმარებულ რაოდენობას, აუცილებლად უნდა მოგვმართოს. არაერთ შემთხვევა გვაქვს, როცა საქმე შევისწავლეთ და აღმოჩდა, რომ აღრიცხვის ხელსაწყო იყო დაზიანებული, როს შემდეგაც მოხდა დარიცხული თანხის კორექტირება.
































































