“თუ ნატო უკრაინას მიაწვდის Patriot-ის სისტემებს, მაშინ აუცილებლად გახდებიან ჩვენი სამიზნე”,_ ამის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
თუმცა ამ მუქარის შემცველი გზავნილიდან გაურკვეველია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა მედვედევი. “პატრიოტის” სისტემებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თუ ნატოს პერსონალის სამიზნედ გახდომას.
“ცივილიზებულ სამყაროს არ სჭირდება ეს ორგანიზაცია. მან უნდა მოინანიოს და დაიშალოს, როგორც კრიმინალური სუბიექტი“, – დაწერა მან ადრეულ პოსტში.
ინფორმაციისთვის, უკრაინამ დასავლელ პარტნიორებს სთხოვა საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის აშშ-ს წარმოების “პატრიოტის” სისტემები, რომ შეძლონ თავის დაცვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებისგან.