“თუ პუტინი მოიგებს…ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ მთელ რუსულ “ახლო საზღვარგარეთსაც”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა Daily Mail-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა.
“თუ პუტინი მოიგებს, რა თქმა უნდა ის არ გაჩერდება უკრაინაში. დახედეთ რუკას, მოუსმინეთ იმ შემზარავ სიტყვებს, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ახლა ამბობს, მოუსმინეთ პოლონეთის ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზების მისეულ გაგებას. პუტინმა ნათელი გახადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა – მისი სიტყვებით – “მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად” მოიაზრებს და მისი ხელახლა შექმნა უნდა. ის არა მხოლოდ საქართველოს მოისურვებს, არამედ მთელ რუსულ “ახლო საზღვარგარეთსაც”. მან უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მოპყრობის ჰიტლერისეული დაგმობა. როგორ დასრულდება ეს?” – წერს ჯონსონი.