,,თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთსა და გერმანიას შორის “Nord Stream 2”-ის მილსადენის პროექტი წინ ვეღარ წავა“, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს გაზსადენის მუშაობის შეფერხება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში
თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, დათანხმდა თუ არა ამას გერმანია. ასევე უცნობია, ამერიკის მიერ დასახელებული შესაძლო ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მოიცავს თუ არა ამ მილსადენის პროექტს.
“მინდა ვიყო ძალიან მკაფიო: თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ წინ არ წავა. მე არ ვაპირებ დეტალებში ჩასვლას, ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა ის წინ აღარ წავიდეს” – განაცხადა პრაისმა.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა წინა კანცლერის ანგელა მერკერის პერიოდში ამტკიცებდა, რომ მილსადენი წმინდა კომერციული პროექტი იყო, ამჟამინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი მას “კერძო სექტორის პროექტი” უწოდა.