WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სულ მალე პლატფორმის მომხმარებლებს გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირების საშუალება ექნებათ. ტექსტის ჩასწორება მათ მიწერიდან 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზავნილის ადრესატები თქვენ მიერ შეტყობინების კორექტირების შესახებ ვერ შეიტყობენ. როგორც ცნობილია, ახალი მექანიზმი WhatsApp-ს უახლოეს მომავალში დაემატება.
სერვისით სარგებლობას შეძლებენ როგორც IOS-ის, ასევე ანდროიდის მომხმარებლები.