„თუ ტელეფონი ჩამოგართვეს ან დაკარგეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეცვალეთ მგრძნობიარე აპლიკაციების პაროლები და დაბლოკეთ ამ ტელეფონით აპლიკაციებში შესვლის ფუნქცია“ – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე თბილისში ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გვირჩევს, რა უნდა გაკეთდეს, რათა მინიმუმამდე დავიდეს აქციის დროს ტელეფონთან დაკავშირებული პრობლემები.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისას ან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას მობილური ტელეფონის მიმართ არსებული ან მისგან მომდინარე საფრთხეებია
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისას ან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას მობილური ტელეფონის მიმართ არსებული ან მისგან მომდინარე საფრთხეებია
- დაკარგვა
- ჩამორთმევა
- მიყურადება და ინფორმაციის მოხსნა თქვენი ტელეფონიდან
- თვალთვალი თქვენი ტელეფონის დისტანციური გამოყენებით.
აღნიშნულის მინიმიზაციის მიზნით სწრაფად შეკრებილი რეკომენდაციები:
გააუქმეთ ანაბეჭდით ან სახის ამოცნობით ეკრანის გახსნის ფუნქცია და დაიცავით მობილურის ეკრანი ექვსნიშნა კოდით ან პასფრაზით (უმჯობესია) – ეს შეაკავებს თქვენი ტელეფონის თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გახსნას დროებით მაინც;
სიგნალი, ვათსაპი, სხვა მესენჯერები, რომლებშიც პირადი მიმოწერა გაქვთ დაიცავით ცალკე პაროლებით, ისე, რომ უცხოს, თქვენი ტელეფონის დაუფლებისას და გახსნისას არ ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მიმოწერაზე. დააყენეთ მესიჯების ავტომატური წაშლის ფუნქცია- აქვს ყველა აპს. აპლიკაციების უსაფროების პარამეტრებს ცალკე დავწერ.
დააბექაპეთ ტელეფონი და მიმოწერა, რომ დაკარგვის შემთხვევაში შეძლოთ ინფორმაციის სხვა მოწყობილობაში აღდგენა.
გაააქტიურეთ “Find Your Phone” ფუნქცია, რათა დაკარგვის ან ჩამორთმევის შემთხვევაში დისტანციურად შეძლოთ ტელეფონის “წაშლა” ან პოვნა
როდესაც არ რეკავთ ან/და არ იყენებთ ინტერნეტს, ტელეფონი გადაიყვანეთ airplane mode-ზე. ამით ნაწილობრივ თავიდან აიცილებთ თრეკინგს, მიყურადებას, თუმცა airplane mode-ზე ყოფნისას ვერც თქვენ ისარგებლებთ გარკვეული ფუნქციებით.
თუ ტელეფონი ჩამოგართვეს ან დაკარგეთ, შეძლებისდაგვარად სწრაფად შეცვალეთ მგრძნობიარე აპლიკაციების პაროლები და დაბლოკეთ ამ ტელეფონით აპლიკაციებში შესვლის ფუნქცია. აცნობეთ ბანკებს, რომ თქვენს მობაილ-ბანკინგზე შესაძლოა სხვას ჰქონდეს წვდომა.
არ გამოიყენოთ საჯარო wifi. მობილური ინტერნეტი გაცილებით უსაფრთხოა. თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ მსხვილი სასტუმროს, კომპანიის ქსელი.
მობილურ ტელეფონში შეგიძლიათ დააყენოთ ფუნქცია emergency location sharing-იმ ადგილის მყისიერი გაზიარება, სადაც განსაცდელში ხართ.
ეს რჩევები მოკლევადიან, მყისიერ საფრთხეს აგარიდებთ და დაკარგვის, წართმევის ან დაზიანების შემთხვევაში კანონიერ რეაგირებას მოასწრებთ, თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ არ არსებობს სისტემა, რომელიც არ ტყდება და ბოლომდე არც ერთი ქსელი არ არის დაცული, აქედან გამომდინარე შედეგებით“ – წერს ანდრო გოცირიძე.
წყარო: bpn.ge