“თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-ის წამყვანთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, “თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს”.
მან აღიარა, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩატარებული დებატები ცუდი იყო და უარყო მოსაზრება, რომ მას გონებრივი მდგომარეობის გამო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და მეორე ვადით დარჩენა აღარ შეუძლია.
სტეფანოპულოსის კითხვას არის თუ არა ის ისევ ის ადამიანი, ვინც სამ ნახევარი წლის წინ იყო, როდესაც თანამდებობა დაიკავა. ბაიდენმა უპასუხა – “წარმატებების თვალსაზრისით, დიახ. მე ასევე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც შეადგინა სამშვიდობო გეგმა ახლო აღმოსავლეთისთვის, რომელიც შეიძლება განხორციელდეს.”
ასევე, ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხა, თუ აქვს გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები მეორე ვადით დარჩენისთვის.
“მე მჯერა, რომ ასეა. მე რომ ასე არ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი… აჰა, მე ისევ ვიღებ მონაწილეობას, რადგან მგონია, რომ ყველაზე კარგად მესმის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ერი სრულიად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენ გზაში ვართ. ჩვენ გზაში ვართ და, ნახეთ, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ იმუნიტეტის შესახებ, თქვენ იცით, რომ შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, ეს არ არის მხოლოდ იმაზე, იცის თუ არა, რას აკეთებენ ისინი… ეს არის – ეს არ არის – არა – არა კონგლომერატზე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ეხება პრეზიდენტის ხასიათს. პრეზიდენტის ხასიათი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ამ კონსტიტუციის სწორად გამოყენება,” – უპასუხა ბაიდენმა.