https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თუ ვგრძნობდი, რომ მჩაგრავდნენ, დასახმარებლად სულაქველიძესთან და ჩელებაძესთან გავრბოდი

11:21; 3.09.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი საკვირაო სპორტული მოგონებების გმირი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა იქნება, მოთამაშე რომელმაც ერთხელ გამოჩენილ ჰოლანდიელ მცველს, რუდი კროოლს შემდეგი სიტყვები ათქმევინა:  „ეს ბიჭი დროზე ათამაშეთ ნაკრებში, თორემ გახდება ჩემხელა და არაფრის თავი აღარ ექნებაო“.

სამწუხაროდ, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ცაავასთვის თავის გამოჩენიც შესაძლებლობა არ მიუციათ. თავად ფეხბურთელის კარიერაც ისე ვერ წარიმართა, როგორც გულშემატკივრები მისგან ელოდნენ. იმ დროს გავრცელებული აზრით ცაავას ფეხბურთიდან წასული დავით ყიფიანი უნდა შეეცვალა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

გრიგოლ ცაავა დღეს ჩვენი სტუმარია და საკუთარ საფეხბურთო ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრებს.

„მესამე კლასში ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე, თორემ ეზოში ფეხბურთს 5 წლიდან ვთამაშობდი. პირველად მშობლიურ სოხუმში, „ნორჩ დინამოელში” მივედი, ჩემი მწვრთნელი გიორგი იოლჩიდი იყო… ოთხ წელიწადში, მეშვიდეკლასელი, უკვე რესპუბლიკის მოსწავლეთა ნაკრებში ვთამაშობდი. იქ ჩემი მწვრთნელები თენგიზ კუბლაშვილი და გივი მუმლაძე იყვნენ. ის გუნდი უზბეკეთში, ტაშკენტში დაგეგმილი მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადისთვის შეიქმნა. მაშინ, 1976 წლის ზაფხულში ცუდად არ გვითამაშია, მესამე ადგილი დავიკავეთ.

1978 წელს „დინამოს” სტადიონზე ოთხთა ტურნირი გაიმართა. იმ დროს უკვე თბილისში, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში ვთამაშობდი. ჩვენთან ერთად საქართველოს ჭაბუკთა, ვეტერანთა და აზერბაიჯანის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ტურნირის საუკეთესო მცველად დამასახელეს. წლების მერე შევიტყვე, რომ სწორედ მაშინ შემამჩნია ნოდარ ახალკაცმა. 16 წლის ვიყავი მაშინ…

როცა ჩემმა მწვრთნელმა გივი მუმლაძემ მითხრა, ახალკაცი ბაზაზე გიბარებსო, ვერ დავიჯერე, ძალიან ავღელდი. დიღომში რომ მივედი, უარესი დამემართა – ბაზის კარი შევაღე და… უცებ წარმოვიდგინე, რომ იმ ხალხთან ერთად უნდა მევარჯიშა, ვიზეც მზე და მთვარე ამომდიოდა! 1979 წლის 5 იანვარი იდგა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი „დინამო” ტუნისში იყო სეზონისწინა შეკრებაზე და იმ დღეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს მოვკარი თვალი. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კარი გამომეხურა და უკან დავბრუნებულიყავი. ეს ნამდვილად არ იყო შიში, მაგრამ ის გრძნობა მაინც ვერ დავძლიე…

„დინამოს” მაისური პირველად ლესელიძეში, სეზონისწინა საკონტროლო შეხვედრებში მოვირგე. ჩემთან ერთად უმცროსი მიშა მესხი, ვაჟა ჟვანია, ტარიელ დურდიაძე, გოჩა ჯოხაძე, ნუკრი კაკილაშვილი, დიმიტრი მეშკოვი, გია გურული, კობა ჟორჟიკაშვილი და მერაბ ჟორდანიაც თამაშობდნენ, გუნდს კი გივი ნოდია და სერგო კუტივაძე ხელმძღვანელობდნენ. ყველა კარგი ბიჭი იყო, მაგრამ მიშა მესხისთანა ნიჭიერი – არცერთი!

ვინ იყო იმ „დინამოს” ავტორიტეტი? რა თქმა უნდა, ნოდარ ახალკაცი! პირველად რომ შევხვდი, მცირე ხანს, მაგრამ თბილად მელაპარაკა. პრინციპში, ყოველთვის ასე მექცეოდა. მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

ახალკაცი ფეხბურთელებს შორის დისტანციას ინარჩუნებდა. მე თუ მკითხავთ, ასეთი რამ აუცილებელია. ნებისმიერ კლუბში უნდა არსებობდეს ვარსკვლავსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ზღვარი – შენ რომ შენს კერპს პატივი არ სცე, მერე დიდი შანსია, შენც აღარ გცენ პატივი ახალბედებმა და სიტუაცია აირევა. ფარსადანოვიჩს კარგად ჰქონდა „დინამოში” საქმე დაყენებული და თვითონ ფეხბურთელებმაც იცოდნენ თავისი თავისა და ფეხბურთელობის ფასი.

ზევიდან ყურება ან მსგავსი რამ ჩვენთან არ ყოფილა, პირიქით, გუნდის ვეტერანებისგან მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნოდი. მანუჩარ მაჩაიძე კაპიტანი და ლიდერი იყო: სულ კითხულობდა, ან ჭადრაკს თამაშობდა; ვოვა გუცაევი უმცროსებს თან გვათამამებდა, თან გვაშაყირებდა; დათო ყიფიანი ახალ–ახალ ამბებს გვიყვებოდა… მოკლედ, ძალიან შეკრული და მეგობრული იყო ის „დინამო“.

ძირითად შემადგენლობაში პირველად თბილისში, დონეცკის „შახტიორთან” 3:0 მოგებულ მატჩში გამოვჩნდი. დუბლშემადგენლობა ერთი დღით ადრე თამაშობდა, ამიტომ, როცა განაცხადში ჩემი თავი ვერ ვიპოვე, ძალიან გამიკვირდა. უცბად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე კი ცხონებულმა გივი ნოდიამ მითხრა, პირველ გუნდს კრება აქვს, იქ მოდიო. ახალკაცმა ძირითად შემადგენლობაში დამასახელა, ბურთი კი თამაშში მე და დათო ყიფიანმა შევიყვანეთ! დაუვიწყარი წუთები იყო, სრულიად განსაკუთრებული, ჯერ არ განცდილი ემოცია! სამივე გოლი ცხონებულმა რამაზ შენგელიამ შეაგდო, თუმცა დანარჩენებმაც ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი კარგი გამოსვლა „დინამოში“.

1981 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიხმეს, მანამდე კი იუნიორთა გუნდი იყო. სამწუხაროდ, ვერცერთი გამოდგა წარმატებული – საკვალიფიკაციო ეტაპზე ვმარცხდებოდით. ერთხელ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდულ ნაკრებს ვძლიეთ 4:1. იმ მატჩში პატარა მიშამაც ითამაშა და დათო პაიკიძემაც – სამნი ვიყავით „დინამოდან“. ის შეხვედრა წლების მერე გაიხსენა რალფ მინგემ. იმხანად ის ჩვენს ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწე იყო, მე კი ფედერაციაში ვმუშაობდი. თურმე მეტოქეები ვყოფილვართ…

სულ მინდოდა დათო ყიფიანივით მეთამაშა. ერთხელ, მორიგი თამაშის შემდეგ, „ყიფო” ავტოგრაფებს არიგებდა. კაი ხანს ვუცქერდი, მერე მივედი და ვუთხარი, დავიდიჩ, მეც მინდა შენნაირი მოთამაშე გავხდე, ავტოგრაფები დავარიგო–მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა, ძალიან კარგი ასე რომ ფიქრობ, ეცადე და გამოგივაო… გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მოთამაშე იყო, დათო კარგი კაციც გახლდათ.

1981 წლის სექტემბერში მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის ტურნირში ვითამაშეთ. ნახევარფინალში „რეალთან” 2:4 წავაგეთ, მერე მიუნხენის „ბაიერნს” 2:1 ვაჯობეთ და მესამე ადგილი დავიკავეთ. თასიც გადმოგვცეს. გუნდში ყველაზე უმცროსი ვიყავი და ახალკაცმა ჯილდო მე ჩამაბარა, მიხედეო. ესპანეთიდან თბილისამდე თავს დავკანკალებდი – რამე არ მოუვიდეს, არ გატყდეს, არ გაფუჭდეს… ჩამოვედით თბილისში და იცით რამდენი „პატრონი” გამოუჩნდა „ჩემს თასს“? ყველას საშა ჩივაძემ „აჯობა“, სტაცა ხელი, შემართა და ასე გაიჭრა ტრაპზე…

ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუს” დონის არენა არ მინახავს, ზღაპარი იყო! ისეთი ბალახი ვნახე, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი მინდორზე!

მადრიდში „დინამო” და მიუნხენის „ბაიერნის” ფეხბურთელები ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა სადმე რუმენიგე შემხვდეს–მეთქი. მაშინ „კალე” ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული. ერთხელაც ლიფტით ჩავდივარ, კარი იღება და იქ არ დგას ეს შენი რუმენიგე?! ახლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: პატარა ბიჭი ვარ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ლიფტში რუმენიგესთან ერთად ვდგავარ! გამოლაპარაკება, ხელის ჩამორთმევა და ასეთი რამე ტყუილია, არ ვარ ამის გამკეთებელი… დაუვიწყარი წამები იყო!

1982 წლის სეზონში ძირითადის უცვლელი წევრი ვიყავი: პირველობის 32 შეხვედრაში 9 გოლი შევაგდე და სეზონის ბოლოს „33 საუკეთესოს” სიაშიც დამასახელეს. რამაზ შენგელიამ საკავშირო პირველობებზე მე-100 გოლი სწორედ იმ ჩემპიონატში გაიტანა  და ეს ჩემი პასით გააკეთა, ამით დღემდე ვტრაბახობ!

დასაევის კარში გატანილ გოლს რა დამავიწყებს?! ის შეხვედრა მანეჟში ჩავატარეთ, იქ კი „სპარტაკი” უძლეველი იყო. ის თამაშიც წავაგეთ… 0:2-ზე ჩივაძემ დამიგორა ბურთი, მეც ბევრი არ მიფიქრია და პირდაპირ დავარტყი. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და მერე შევარდა კარში, მართლა ეფექტური გოლი გამოვიდა! თამაშის შემდეგ, გასახდელისკენ რომ მივდიოდი, მხარზე ხელის მოთათუნება ვიგრძენი. ავხედე და დასაევი იყო, გაკვირვებული მაკვირდებოდა. მერე ხელები გადაატრიალ–გადმოატრიალა და გასახდელში გაუჩინარდა…

ყველაზე ცუდი მოგონება? ოდესის „ჩერნომორეცთან” გასვლით შეხვედრაში ერიომინმა რომ ფეხი მომტეხა, აი ესაა ჩემი კოშმარი. მაშინ ასეთი წესი იყო: ფეხის მოტეხვის შემთხვევაში, საქმე სასამართლოში უნდა გარჩეულიყო და დამნაშავეს დაზარალებულისთვის ოპერაციის და სხვა ხარჯები უნდა აენაზღაურებინა. ერიომინის დედისგან წერილიც მივიღე, ჩემს ამბავს კითხულობდა… სასამართლოზე უარი ვთქვი, არაფერი მინდა, თავი გამანებეთ–მეთქი. ისე, ერიომინი არ იყო ძვლისმკვნეტელი, ასე ვთქვათ „კასტალომი“. ასეთები უფრო მოსკოველები ნიკულინი და ნოვიკოვი იყვნენ – პირველივე წუთიდან ფეხში გირტყამდნენ. თუ ვგრძნობდი, რომ მჩაგრავდნენ, დასახმარებლად სულაქველიძესთან და ჩელებაძესთან გავრბოდი – ესენი იყვნენ ასეთების „წამალი“.

იმ ტრავმის შემდეგ 5 თვე ვერ ვითამაშე. როცა გუნდში დავბრუნდი, „დინამოს” უკვე დათო ყიფიანი წვრთნიდა. ტრავმამოშუშებულმა პირველად კიევის „დინამოს” წინააღმდეგ ვითამაშე – ფეხბურთს დანატრებული ვიყავი და ბევრს „ვმატაობდი“. თუ არ ვცდები, ის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ერთი გოლი კი თემურ ქეცბაიამ ჩემს მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან გაიტანა.

უხერხული მოწინააღმდეგე, ვისთანაც თამაში მიჭირდა, ნამდვილად არ მახსენდება, მაგრამ ერთი კია, რომ ხარკოვის „მეტალისტთან” ასპარეზობა ძალიან არ მიყვარდა. ეს იყო გუნდი, რომელსაც ფეხბურთის წესიერად თამაში არ შეეძლო და არც თავად გაძლევდა ამის საშუალებას. მოკლედ, ხარკოველებთან 90 წუთი წვალება იყო…

როცა გაირკვა, რომ დათო ფეხბურთიდან მიდიოდა, ყველა ალაპარაკდა, ყიფიანი ცაავამ უნდა შეცვალოსო. არ დავმალავ: გუნდში მაგრძნობინებდნენ, რომ მოედანზე მის ადგილას უნდა მეთამაშა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არაფერს ვიშურებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. რატომ? არ ვიცი რისი ბრალია ეს, ალბათ, პირველ რიგში ჩემმა სიზარმაცემ გამოიწვია ყველაფერი: არასაკმარისმა შინაგანმა რეჟიმმა, შეიძლება მორცხვობამაც, ეგებ არეულ–დარეულმა დრომ, ტრავმასაც ნუ გამოვრიცხავთ… მოკლედ, მიზეზების ჯაჭვია.

ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ მარცხენა ფეხით უკეთ ვთამაშობდი. მწვრთნელებსაც მიუთითებიათ, თანაგუნდელებსაც, რომ მარჯვენისთვის მეტი ძალა დამეტანებინა, მაგრამ რა ვქნა, ვერაფერი მოვახერხე. იმას კი არ ვამბობ, რომ ვზარმაცობდი, უბრალოდ, ბოლომდე ცაციად დავრჩი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე. პირველი სეზონი „იბერიად” წოდებულ „დინამოში“, მერე კი სოხუმის „ცხუმშიც“. აფხაზეთის ომის პერიოდში გია ყარყარაშვილმა „თეთრი არწივი” ჩამოაყალიბა და იქაც ვიყავი, ჩვენ პირველ ლიგაში გამოვდიოდით.

ვისთვის ვთამაშობდი? არ იფიქროთ, რომ ვპოზიორობ, მაგრამ ქართველი ხალხისთვის, სამშობლოსთვის – ეს პირველ რიგში… ბუნებრივია, საკუთარი სიამოვნებისთვისაც, ჩემი სოხუმელებისთვის, ახლობლებისთვის, ყველასთვის, ვინც მიყვარდა და ვისაც პატივს ვცემდი.

აფხაზეთის ომზე საუბარი არ მიყვარს და ყოველთვის თავს ვარიდებ ამ თემას. იცით, სოხუმში მე ჩემს სახლში ვიყავი, მიყვარს აფხაზები და მინდა, რომ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყდეს. ეს არის ორი ძმის პრობლემა და ჩემი აზრია, რომ ის მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ქართველების და აფხაზების პირისპირ დაჯდომით და საუბრით. მესამე ძალა ჩვენ საქმეში ზედმეტია.

გაჭირვების და იმის მიუხედავად, რომ დასახულ სიმაღლეებს ვერ შევწვდი, საქართველოდან წასვლა არც მიფიქრია. ვიცი, რომ სხვაგან ვერ გავძლებდი. აქ ჩემი ხალხია, აქ გავიზარდე, კაცად ვიქეცი და მინდა, რომ ბოლომდე ამ ქვეყნისთვის დავიხარჯო. ეგებ სხვაგან უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი, მაგრამ მხოლოდ ფუფუნება ხომ არაა ეს ცხოვრება? სოხუმიდან ვარ, უამრავ კეთილ სოხუმელს ვიცნობ, რომლებსაც სახლი და ქონება წაართვეს, მაგრამ მთავარი, ღირსება და მომავლის რწმენა – ვერა. სწორედ ასეთი ადამიანების შემხედვარე ვარ სამშობლოში“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება11Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025

შილდაში ხანძრის კერებამდე გზა გაჰყავთ

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ყველა სიახლე

მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა

10:12; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო- დაკავებულია გერმანიის მოქალაქე

10:07; 7.12.2025
საზოგადოება

ეკატერინობაა!- ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

10:02; 7.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა გახარიამ, რაც შეეხება 2024 წელს, ყველაფერი არის უცხადესი

9:52; 7.12.2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

9:37; 7.12.2025
საზოგადოება

ავტობანზე ავტომობილი ამოყირავდა

9:08; 7.12.2025
ზაფრანი

„ეროსი მომიტრიალდა და შენ აღარა ხარ საჭირო, წადი ლექციებს მიხედეო“

9:00; 7.12.2025
ზაფრანი

თბილისური ქეიფი

8:52; 7.12.2025
საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო