ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა _ ოზურგეთელი მაია მამაკაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელი საფრანგეთში იმყოფებოდა სამკურნალოდ, გარდაიცვალა.
დიდი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელში, სადაც უახლოესი ადამიანები, მეგობრები, ნაცნობები, გულწრფელ, უსაზღვრო მწუხარებას გამოხატავენ ახალგაზრდა, მშვენიერი ქალბატონის გარდაცვალების გამო.
„წავიდა. დაგვტოვა. გული ჩაგვწყვიტა.
„ოზურგეთს მაგრად დააკლდები მაი….
თუ ვინმე ამშვენებდა ჩვენს ქალაქს, ერთერთი, ნამდვილად შენ იყავი.
დარჩები ტკბილ მოგონებად, ჩვენო საყვარელო მეგობარო, ჩვენი ბავშვობის განუყოფელო ნაწილო, ჩემი სახლის მუდმივო სტუმარო, სტუმრადაც რომ აღარ აღგიქვამდით ათწლეულების მანძილზე.
ღმერთმა დაგიმკვიდროს ნათელი…
არ მჯერა, ამის დაწერა რომ მიწევს. სიტყვები, მაინც უძლურია იმის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდი…. შეხვედრამდე…. “ – გულისტკივილით წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, მაია მამაკაიშვილის თანაკლასელი ზვიად კვაჭანტირაძე.
მისივე ინფორმაციით, მაია მამაკაიშვილს დაკრძალავენ საფრანგეთში, თავისი ოჯახის გარემოცვაში, რადგან თავად მაიას გადაწყვეტილება იყო ასეთი.
_ვისაც გსურთ პატივი მიაგოთ მის ხსოვნას თბილისში, გაცნობებთ, რომ მამა დავითზე, მთაწმინდაზე, მამა იოანე კიკვაძის მიერ გადახდილი იქნება პანაშვიდი, სამშაბათს, 16 იანვარს, დილის 10:30 -ზე, _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და უთანაგრძნობს გია მამაკაიშვილს, მთელ ოჯახს, ძვირფასი დის გარდაცვალების გამო.
ავტორი