ბრიტანელი დეპუტატის, თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ტობიას ელვუდის თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელმაც, შესაძლოა, რადიაციის გაჟონვა გამოიწვიოს, NATO-ს მეხუთე მუხლის დარღვევა იქნება.
ელვუდის, აღნიშნულ განცხადებას აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ეს 100%-ით სიმართლეა”.
“ეს განხილვას მართლაც არ ექვემდებარება. NATO-ს ქვეყნებში ადამიანების დახოცვა მე-5 მუხლის დარღვევაა”, – წერს კინზინგერი.
ცნობისთვის, NATO-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.