თურქეთი ირანთან საზღვარზე კედელს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFPNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კედელს დამცავი ფუნქცია ექნება. კედლის აშენების მიზანია ავღანეთიდან ლტოლვილების ნაკადის კონტროლი შესაძლებელი გახდეს.
ცნობისთვის, ამჟამად აშენებულია კედლის 5-კილომეტრიანი ნაწილი, თუმცა სულ მისი სიგრძე 295 კილომეტრი უნდა იყოს.
დამცავ კედელთან ერთად თურქეთ-ირანის საზღვარზე დაამონტაჟებენ მავთულხლართებს და გათხრიან სანგრებს.