Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აღადგენს ქვეყნის სამხრეთ რეგიონს, რომელიც გასულ თვეში ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაზარალდა, რამაც 46,104-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
“დღეს, მიწისძვრებიდან მეოთხე კვირას, უფრო ნათლად ვხედავთ იმ კატასტროფის სიდიდეს, რომელიც განვიცადეთ და უფრო ღრმად ვგრძნობთ ჩვენი დანაკარგების ტკივილს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები დაფიქსირდა 11 პროვინციაში – ადანა, ადიამანი, დიარბაკირი, ელაზიგი, ჰატაი, გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, კილისი, მალატია, ოსმანიე და შანლიურფა. თურქეთში 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ისევე როგორც მრავალი სხვა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში.
„ჩვენი მიზანია, უახლოეს ორ თვეში დავიწყოთ 244,000 სახლისა და 75,000 სოფლის სახლის მშენებლობა“, თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ მათგან 22,000-ის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში 488 000 ახალი სახლი აშენდება.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონში 500 000 მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ორ თვეში 100 000 კონტეინერი დაიდგმება, რომ მათ უკეთეს პირობებში იცხოვრონ.