თურქეთმა რუსეთის ფლოტისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტე ჩაკეტა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინისთვის შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გავლის აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანია
“მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გავლის აკრძალვა და სამხედრო-ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს” – წერს ზელენსკი.
ბოსფორისა და დარდანელის სრუტე ჩაკეტვა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაადასტურა.
[sexy_author_bio]