თურქეთში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დადასტურებულად დაღუპულთა რიცხვი 1014- მდე გაიზარდა,_ განაცხადა ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა. ამის შესახებ BBC წერს.
სირიაში კი, დაღუპულთა რიცხვი 783 -ს შეადგენს, იტყობინება AFP, რომელიც აერთიანებს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიების ხელისუფლების მონაცემებს და ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სამაშველო ჯგუფის თეთრი ჩაფხუტების მონაცემებს.
სულ ჯამში მცირე 1797- მდე ადამიანია გარდაცვლილი.
ჯერ კიდევ ჩნდება ინფორმაცია მეორე მიწისძვრის გავლენის შესახებ, რომელიც თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში მოხდა, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პირველმა მიწისძვრამ დაარტყა ქალაქ გაზიანთეპთან, დაახლოებით 80 მილის სამხრეთით.
ავტორი