ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის უკვე საქართველოშია გადმოსვენებული, არიან დაშავებულებიც.
თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.
ერთი დაშავებულის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.როგორც ცნობილია, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ. მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, კლდეს დაეჯახა და შემდეგ მანქანა ამოტრიალდა.