თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი იუწყება 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრის შესახებ, კაჰამანმარას პროვინციაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გოქსუნთან მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 56 000 ადამიანია. ბიძგი მოხდა დღეს, ადგილობრივი დროით 20:16 საათზე. მისი ცენტრი მდებარეობდა მხოლოდ 7 კმ სიღრმეზე. რა შედეგები მოჰყვა მიწისძვრას, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.