თურქეთში ტურისტების ევაკუაცია გახორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიზეზი ხანძარია, რომელიც საკურორტო ზონაში სახლებს და სასტუმროებს ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოდრუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ევაკუაცია გახორციელდა.
ხანძარს, რომელიც ოთხშაბათიდან მძვინვარებს, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, ცეცხლი მიზანმიმართულად არის თუ არა გაჩენილი.
როგორც ცნობილია, თურქეთში ხანძრის ჩამქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის და უკრაინის თვითმფრინავებიც ჩაერთვნენ.