ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაშავებული სამი წლის დანიელის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი.
“თვალები გაახილა. თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა. მთელი ღამე არ მეძინა, ველოდებოდი პასუხებს. 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა, ხალხოო. რამდენიმე წუთის წინ და დედა მოითხოვა….. დედა მინდაო… დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს…. როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს რომ დედა ვერ ჩაეხუტება, რომ დედა ვერ მოვა მასთან. ბევრი მეკითხებით დაკრძალვა როდისააო დავიდისო, ბავშვს, სავარაუდოდ, უკრაინაში დაკრძალავენ. დღეს გადაწყდება ზუსტად და გეტყვით. ალბათ, დავიდი ზეციდან ლოცულობდა ანგელოზებთან ერთად მის ძამიკოზე და არ მისცა უფლება მასთან გაფრენილიყო სათამაშოდ…. _ ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.