ბახმაროში “ორბი ჯგუფის” მიერ სასტუმრო კომპლექსის პროექტის შესახებ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ WilkinsonEyre-ის პარტნიორმა და დირექტორმა სემ ვრაითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება ლამაზია, მაგრამ დაზიანებული.
“ამ ტერიტორიაზე, აშკარად თვალშისაცემია ულამაზესი ბუნება, თუმცა პარალელურად თვალშისაცემია ისიც, რომ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი არის დაზიანებული. რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლებია კონტროლი. არის შენობები, რომელიც 50 წელზე მეტ პერიოდს მოიცავს. ასევე, როცა ავტომობილით გადაადგილდები, თვალშისაცემია ისიც, რომ არ არის სათანადო დრენაჟი და საკანალიზაციო სისტემა. ჩვენი მიზანი იყო შეგვესწავლა ადგილობრივი ლანდშაფტი და ეკოსისტემა. ჩვენი მიზანია მშენებლობით ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს. შევინარჩუნოთ ადგილობრივი მრავალფეროვნება, ეკოლოგია და მისი მიმდებარე ინფრასტრუქტურა, რომ მოხდეს თანამედროვე დიზაინის არქიტექტურის არსებულ ლანშაფტთან შერწყმა”,_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვრაითმა.