დღეს, თვით აღიარებულ “სამხრეთ ოსეთში” ე. წ. „საპრეზიდენტო არჩევნებია“.
ТАСС-ის ინფორმაციით, ყველა 72 საარჩევნო უბანი დილით გაიღო, კიდევ ოთხი უბანია მოსკოვში, ვლადიკავკაზში და სოხუმში.
ე. წ. პრეზიდენტობისთვის იბრძვიან ამჟამინდელი მეთაური ანატოლი ბიბილოვი, ე. წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრე პლიევი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, დეპუტატი გარი მულდაროვი და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი.
ამ დროისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 13 პროცენტი მივიდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ე. წ. არჩევნებს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება არ აღიარებს.
რადიო “თავისუფლების” ფოტო