სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 18 ივლისს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა გოგაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარეს კი სურს სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს გირაო შეეფარდოს.
არ არის გამორიცხული საქმის განხილვა დაიხუროს და გოგაშვილის ეპიზოდს გრიფით საიდუმლო დაედოს.
“დავასაბუთებთ დაცვის მხარე, ადვოკატები, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ანუ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის და მოვითხოვთ სხვა უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას, მაგალითად, როგორიც არის გირაო.
ერთი მტკიცებულება უკვე მაქვს და დავასრულე ან კუთხით მუშაობა ერთ-ერთ პიროვნებასთან, ვინც გამოვკითხე და იყო თვითმხილველი აღნიშნული ფაქტის, რომელიც ადასტურებს, რომ განხორციელდა ჩადება.
თუ საქმე შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და საიდუმლო დოკუმენტაციას, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს გრიფით საიდუმლოს დადება”, – ამბობს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.
წყარო: mtavari.tv